ნინო ხარატიშვილი

ბიოგრაფია

ვორკშოპი

ლექცია

ინტერვიუ

ნინო ხარატიშვილი ცხოვრობს ჰამბურგში (გერმანია) და მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სხვადასხვა თეატრში. მან 2003 წელს დაამთავრა კინოსა და თეატრის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დოკუმენტური ფილმების რეჟისორის,
2007 წელს კი ჰამბურგის თეატრის აკადემია თეატრის რეჟისურის განხრით. 2005 წელს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა რუსეთის თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტის (მოსკოვი, GITIS) თეატრის რეჟისურის ფაკულტეტზე.ნინო ხარატიშვილის პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, მოსკოვში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, ბრუხზალში, გიოტინგენში, საარბრიუკენში. მას სხვადასხვა დროს მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო. მათ შორის: პრიზი საუკეთესო პიესისთვის „ლივ შტაინი“ (2008, ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალი, Heidelberger Stückemarkt/გერმანია), როლფ-მარესის პრიზი პიესისთვის „აგონია“ (2008, საუკეთესო რეჟისურა, Lichthof Theater/ჰამბურგი). ნინო ხარატიშვილის პირველი რომანი “Juja” 2010 წელს წარდგენილი იყო გერმანიის ლიტერატურულ პრემიაზე (Longlist Deutscher Buchpreis), 2011 წელს კი დაჯილდოვდა საზოგადოება Buddenbrockhaus-ის პრიზით საუკეთესო დებიუტისთვის. 2011 წელს გამოქვეყნებული მისი მეორე რომანი „ჩემი სათუთი ტყუპისცალი“ (“My Gentle Twin”) აღინიშნა დამოუკიდებელ გამომცემელთა (წლის საუკეთესო რომანი) და Kranichsteiner-ის ლიტერატურული პრემიით.

ნინო ხარატიშვილის შემოქმედების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულებს:
http://www.youtube.com/watch?v=mXt08BBjWA0
http://arili2.blogspot.com/2011/03/blog-post_9499.html
http://einblickgeorgien.blogspot.com/2010/12/19.html
http://www.ptpress.ge/index.php?option=com_content&view=article&id=4933:dramaturgi&catid=10:10kultura&Itemid=9

კონტაქტი: ninia_nin@yahoo.de

Advertisements